საკმაოდ დიდი ხანი თმის ცვენისგან ვიტანჯებოდი, სანამ ამ სასწაულმოქმედ ნიღაბს არ მივაგენი! მშობიარობის შემდეგ თმის ხშირი ცვენა დამეწყო, რის გამოც სერიოზულ დეპრესიაში ჩავვარდი. უამრავ მეთოდსა და რეცეპტს მივმართე ამ საშინელი პრობლემის გადასაჭრელად, თუმცა ამაოდ. მოგვიანებით, როდესაც ჩემს ბებიას ამ პრობლემის შესახებ მოვუყევი, მან გამიღიმა და მითხრა, რომ სანერვიულო არაფერი მქონდა, რადგან ის თმის უნიკალური ნიღბის დამზადების საუდუმლო რეცეპტს ფლობდა, რომლითაც ბებიაჩემი თავად სარგებლობდა ახალგაზრდობაში.